საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.
ამ ეტაპზე 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ჯამში კი 53 კმ. გზა რეაბილიტირდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამში, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია 30 კმ-მდე საავტომობილო გზაზე.