დაბა ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი წყლის სათავე ნაგებობიდან საფილტრ სადგურამდე 2კმ 200მ სიგრძის მაგისტრალის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას “ინტერპრესნოუსი” ავრცელებს.
ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, დაბა ახალდაბის მოსახლეობას არსებული პრობლემა ბოლო რამდენიმე ათეული წელია აწუხებთ, პროექტის შედეგად, კი სრული დატვირთვით ამუშავდება საფილტრი სადგური და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და მომარაგება.
„სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.