საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს

657

საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს. როგორც საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე “ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ხარვეზიანია.

“პარტიების დაფინანსების წესი, ასევე ,არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი. ამაზე მსჯელობა წარიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.