“ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა

1266

წინა სტატია

დღეს “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

პრეზენტაცია პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

“კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, არის ლაკონიური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამ კანონპროექტის მიღება საჭიროებს კონსენსუსს პოლიტიკური პარტიებს შორის და ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, რომ ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. თუმცა, როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, კონსულტაციებში ჩაერთვებიან.

საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია

Posted by ქართული ოცნება / Georgian Dream on ორშაბათი, 01 ივლისი, 2019