დღეს 14:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამასთან, ცნობილია, რომ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საარჩევნო სისტემაზე “ქართულ ოცნებასთან“ სასაუბროდ აღარ მივა.