გლდანის რაიონში ხუთ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

800

გლდანის რაიონის ფიტნეს ზონა კიდევ ხუთ მისამართზე მოეწყო.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი გლდანის მესამე მიკრორაიონი N12, ლიბანის ქუჩა კორპუსი N6 და N119 საჯარო სკოლას შორის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის კორპუსი N38-39, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N20-23 კორპუსებთან, ასევე, კაჭარავას ქუჩა N77 სპორტულ მოედანთან განთავსდა.

სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯეო პარკმა“ განახორციელა, გამგეობის ბიუჯეტიდან 76 570 ლარი დაიხარჯა.

გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ტრენაჟორები, ჯამში, ოც მისამართზე დამონტაჟდა.