დიდუბის რაიონში 5 ფიტნეს ზონის მოსაწყობად ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო

753

დიდუბის რაიონში 5 ფიტნეს ზონის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 446 635 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩის N5-ში, აკაკი წერეთლის გამზირის N97-ში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-13 და მე-4 კვარტლის პირველ ა კორპუსებთან, კაუჩუკის რბილი იატაკი დაიგება და სავარჯიშო სივრცე საჩრდილობლით გადაიხურება. მათივე ცნობით აღნიშნული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ფიტნეს ზნების მოწყობას კი შპს “გეო-გრინი“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ახორციელებს

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, დიდუბესა და დიღმის მასივში 25 ფიტნეს ზონა მოეწყო.