ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი, რომელიც ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში გადაიტანეს, ისევ იქ დგას. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ბიუსტს ციხის ტერიტორიაზე მაშინ დააბრუნებენ, როცა მუზეუმისთის ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმიდან 2011 წელს გაიტანეს და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში, რკინის ბოძის გვერდით დადგეს.
“ჩვენი საკუთრება არაა და არც უნივერსიტეტის მიზეზით არ დგას ეზოში. რამდენადაც ვიცი, ახლაც ისტორიული მუზეუმის საკუთრებაა. ჩვენთვის უცნობია, სად წაიღებენ“, – ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვერიკო მოდებაძე.
მუზეუმის აშენება ზედა ციხის შესასვლელთან მდებარე ტეიროტირაზე იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია.