ბორჯომში მცხოვრებ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეებში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ

777

ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივით, აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

“1, 2, 3, 4, 5, 8, 9, 15, 16, 22, 23 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დილის 07:00 საათზე გავლენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივარს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს”, – განმარტავენ ბორჯომის მერიაში.