ასპინძა-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს ასფალტის საფარი აქ 3 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე მოეწყობა, რითაც დასრულდება გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სოფლების – ჭობარეთის, ზველის, ორგორისა და სახუდაბელის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი აქ პირველად დაიგო და აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 494 543 ლარით დაფინანსდა.