რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესებში.
პროექტის სამიზნე რეგიონებია მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.