დიდუბის რაიონში 5 მისამართზე მოაჯირებს ამონტაჟებენ

714

მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დიდუბის რაიონში 5 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირებს ამონტაჟებენ.

როგორც დიდუბის გამგეობაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები ყიფიანის ქუჩის N20-ში, ბოხუას ქუჩის N10-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-10, მე-3 კვარტლის მე-11 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებთან მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებს მათი დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “რეალ ენერჯი“ აწარმოებს.

დიდუბის რაიონში 2019 წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები ექვს მისამართზე განხორციელდა.