ახალციხის მერიამ სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 93 330 ლარზე გამოაცხადა, აღნიშნული თანხით ადმინიტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე 300 კვ.მ ფართის კეთილმოწყობა იგეგმება.
სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი გუშინ, 23 ივნისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 14 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 კვირის ვადაში უნდა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 511 356 ლარი დაიხარჯა და სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2016 წლის აგვისტოში დასრულდა. მიუხედავად ამისა, შენობის ყველაზე დიდი დარბაზი გასარემონტებელი დარჩა.
როგორც მაშინ „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მერიაში განუმარტეს, სხდომათა დარბაზის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა არ ქონდათ. 2014 წელს ადმინისტრაციული შენობის გასარემონტებლად თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე