შიდა ქართლში ხუთი სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება

1077

2019 წელს ხელისუფლება ხუთ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშოების ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი თქმით, ზოგიერთ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

“რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, ლესია უკრაინკას სახლ -მუზეუმებს. ასევე, იგეგმება გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა”, – განახადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამასთან, ხოჯევანიშვილის განცხადებით, შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.