სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას ვალე–თბილისის მატარებლის დაბრუნება, რომელიც, დაახლოებით, ორი ათეული წელია აღარ დადის აუხდენელ ოცნებად ექცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აგდილობრივების თქმით, მათთვის მატარებლით მგზავრობა გაცილებით უსაფრთხო და ხელსაყრელია. ვინაიდან დროის დაზოგვის კუთხით, მატარებელს ხელსაყრელი განრიგი ჰქონდა.
“აქედან მივდოდოდით საღამოს რვა საათზე და თბილისში დილით ვიყავით, გამოდის დღეს არ კარგავდი. თუ სტუდენტი იყავი უნივერსიტეტში მისვლასაც ასწრებდი, გასაყიდი თუ მიგქონდა დილის ვაჭრობაც შეგეძლო. ასევე, ბევრად კარგია მატარებელი, ვიდრე გამოხუთული და დაბალი მარშუტკა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ვალე–თბილისის სარკინიგზო ხაზი “საქართველოს რგინიგზის“ დაქვემდებარებაშია. რკინიგზაში ამბობენ, რომ სამგზავრო მატარებელი მარშრუტით ვალე–თბილისის აღდგენაზე ამ ეტაპზე საუბრი არ არის.