ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფი გაიზარდა

2428

უკვე რამდენიმე დღეა გაზრდილი ტარიფით გადაადგილდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით. მძღოლებმა საფასური 1.5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. 50 თეთრით მგზავრობის საფასური გააძვირეს ქობულეთის სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებმაც. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ბენზინზე მომატებული ფასებით ხსნიან.

მათ, ვისაც გაძვირებული ტარიფით მგზავრობის შესაძლებლობა არ აქცს, ქობულეთის მერია მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობას სთავაზობს. ასეთი კი, სულ სამია და ისიც ამორტიზებული.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ფასებს კერძო კომპანიები ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე თავად აწესებენ.