ქუთაისის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შპს “ჯეო სერვისთან” ხელშეკრულება შეწყვიტა და ვადაგადაცილების გამო კომპანიას, დაახლოებით, 140 ათას ლარამდე ჯარიმა დააკისრა.
სამუშაოების დასრულების მიზნით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მიმდინარე კვირაში ხელშეკრულებას პირდაპირი წესით დადებს და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ქუჩაზე რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო შეწყდა.