ხვალ ქუთაისში ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

1007

სტატიის გაგრძელება

26 მარტიდან ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 077 306.69 ლარია გამოყოფილი.

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეფერხდება. კერძოდ, სამუშაოების დასრულებამდე ავტომობილებისთვის გზა ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე გადაიკეტება და მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილისა და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

სამუშაოებს შპს “ჯეო სერვისი” განახორციელებს.

ამასთან, ცნობილია, დამატებით 7 პროეექტი, რომელიც ქუთაისს რეგფონდიდან დაუფინანსდა.