სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სამ თვეში ბიუჯეტის ადმინისტაციული ხარჯები შეაჯამა. მონაცემებში ასახულია სხვადასხვა უწყებაში არსებული ავტომობილების რაოდენობა, რაც “მხარჯავ დაწესებულებებში განპიროვნებული ავტომობილების რაოდენობას” გულისხმობს.
სახელმწიფო აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი ავტომობილი (389) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰყავს. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (150 ავტომობილი) მოსდევს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმდინარე წელს ავტომობილების რაოდენობა 13-ით შემცირდა და დღესდღეობით 10 მანქანა შეადგინა.
სხვა მხარჯავ დაწესებულებებში ავტომობილების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 89 ავტომობილი; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი – 2 ავტომობილი; სახელმწიფო აუდიტის სამსახური – 23 ავტომობილი; ცესკო – 13 ავტომობილი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო – 12 ავტომობილი; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო – 18 ავტომობილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 8 ავტომობილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 53 ავტომობილი; იუსტიციის სამინისტრო – 83 ავტომობილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 46 ავტომობილი; სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო – 1 ავტომობილი; სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური -2 ავტომობილი; სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური– 4 ავტომობილი; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 2 ავტომობილი; კონკურენციის სააგენტო – 2 ავტომობილი; საქსტატი – 12 ავტომობილილ; სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 1 ავტომობილი; ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია – 17 ავტომობილი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი – 0 ავტომობილი; სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – 1 ავტომობილი; სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – 1 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში – 9 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში – 8 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში – 6 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში – 7 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში – 4 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში – 1 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში – 3 ავტომობილი; სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში – 5 ავტომობილი;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სხვა დაწესებულებებმა სამსახურს ავტომობილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.