გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უწყებისა და მერიის მიერ დაფუძვნებული ა(ა)იპ-ების ბალანსზე არსებული 100 ავტომობილისთვის ნავიგაციის სისტემის მოსაწყობად, ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურები შესასიდად მერიამ ბიუეტიდან 30 000 ლარი გაითვალისწინა.
“ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული 100 (ასი) ერთეული ავტომანქანისათვის ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემის (GPS ან ეკვივალენტი) დამონტაჟება, მონიტორინგის მომსახურების განხორციელების მიზნით”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ მერიას მომსახურება უნდა გაუწიოს 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში (24/7) მთელი ქვეყნის მასშტაბით.