ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში მდებარე კუხალეიშვილების 170 წლის ოდას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარის რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან ამ საკითხზე საუბარი უკვე ჰქონდა და უახლოეს პერიოდში სპეციალისტები საკითხს ადგილზე შეისწავლიან, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოები დაიგეგმება.
უნიკალური მეგრული ოდა 170 წელს ითვლის. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.