“თბილსერვის ჯგუფმა” მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა

439

წინა სტატია

თბილისის მერის დავალებით შპს “თბილსერვის ჯგუფმა” მდინარე ვერეს ხეობა დაასუფთავა.

“სამუშაოების ფარგლებში, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა მდინარე ვერეს სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩისა და ახალი გზის დამაკავშირებელი გვირაბის, ბავშვთა ქალაქ “მზიურისა” და წყნეთის ქუჩის მიმდებარე გამწვანებული ფერდობები. ადგილზე მობილიზებული იყო 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

სამუშაოები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში დასუფთავების დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.