კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარი მოწესრიგდა და დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.
კუს ტბის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფართობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოები შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. აღნიშნული ტერიტორია კი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
„დასუფთავების სამუშაოების შემდგომ „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარედ არსებული კიუვეტები გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო, დაახლოებით, 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა“, – აცხადებენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.