“TV 25-ის” მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, რომელშიც ნეპოტიზმსა და 15 პირის ფიქტიურად დასაქმებაზეა საუბარი, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე გაათავისუფლა.
ქათამაძის განცხადებით, სულიკო ბლადაძეს პოსტი ჟურნალისტთან არაკორექტული საუბრის გამო დაატოვებინა. ამასთან, მისივე თქმით, შეისწავლიან ყველა შრომით ხელშეკრულებას, რომელიც შპს “ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.