აბა, შენს ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი?! – ქობულეთის სანდასუფთავების უფროსს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ (ვიდეო)

776

სტატიის გაგრძელება

წყაროს მიერ “TV25-სთვის” მიწოდებული დოკუმენტების თანახმად, ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში, დაახლოებით, 15-მდე ადამიანია ფიქტიურადაა დასაქმებული, მათ შორისაა, დირექტორის ძმა ნუგზარ ბლადაძე.

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატების მტკიცებით, ისინი მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ქობულეთის მერი კი “TV25-ის” მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობას აპირებს. მირიან ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მკაცრი ზომები გატარდება.