საჯარო მოხელე, რომელიც საკუთარ სახლს 10 ლარად ათამაშებს, კასპის მერიამ გაათავისუფლა

438

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გიორგი ორთანეზაშვილი საკუთარ სახლს 10 ლარად ათამაშებს, მან აღნიშნული იდეა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მოზაიკას” ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ, ეს გახდა.

თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კასპის მერმა ზეპირი კომენტარი გაკეთება არ ისურვა.

“საჭესთან ვარ ახლა, მაგ საკითხზე შეგიძლიათ ოფიციალური წერილით მომგვართოთ და გიპასუხებთ”, – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ “რადიო მოზაიკასთან”.

საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე, არც გიორგი ორთანეზაშვილს სურს, თუმცა, მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ორთანეზაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს.