საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
მამუკა ბახტაძე პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ საბანკო რეგულაციებზე, ხოლო დავით სერგეენკო “ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ დაიბარა.
რაც შეეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ის საპარლამენტო ტრიბუნას “ნაციონალური მოძრაობის” მიწვევით დაიკავებს. ჟვანია 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე ისაუბრებს.