სამცხე-ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტის ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეცმანქანები გადასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მაღალი გამავლობის ავტომობილები რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება.
ხუთი მანქანიდან ორი ასპინძაში, ერთი ნინოწმინდაში და ორიც ახალქალაქში გადანაწილდა.