გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ე.წ. ვაჩნაძიაანთ დიდი კოშკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, ციხე- კოშკის რეაბილიტაციას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.
“ძეგლი XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება. ხოლო, კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ცილინდრული ფორმის კოშკი და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაა”, – ამბობენ მერიაში.