სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პარკის განვითარების კონცეფციის ასარჩევად მოსახლეობის ინტერაქტივი ჩატარდა, რომელიც ტელეკომპანია “ბორჯომის“ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა მხარი მათთვის უფრო მისაღებ პროექტს დაუჭირეს.
მათივე ცნობით, ბორჯომის პარკის განვითარებისთვის მოქალაქეების მიერ გამოვლენილი და გამარჯვებული კონცეფციის ავტორი უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდება. შემაჯამებელ შეხვედრაზე კომისიამ სწორედ საორგანიზაციო საკითხები განიხილა.