გლდანის რაიონში 5 მისამართზე მოსასვენებელი პავილიონები გააკეთეს.
გამგეობის ინფორმაციით, ფანჩატურები გლდანის I მიკრორაიონის N 2 ბ კორპუსის, მეექვსე მიკრორაიონის N 2 კორპუსის, გლდანის ხევი N1 კორპუსის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N25 კორპუსისა და ზაჰესში, ავჭალის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.
სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს “თიდამ“’ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 643 ლარი დაიხარჯა.
გლდანის რაიონში მოსასვენებელი პავილიონის მოწყობა ხუთ მისამართზე განხორციელდა:✔ გლდანის I მიკრორაიონის N 2 ბ…
Posted by გლდანის რაიონის გამგეობა on სამშაბათი, 21 მაისი, 2019