კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარს ცვლიან
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ძველი საფარი ახლით 2250 კვ/მ-ზე იცვლება.
“ტერიტორიაზე გზა რეაბილიტირდება, ბორდიურები წესრიგდება და სახლებამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის ახალი საფარი სრულად იგება. ამ დროისთვის, უკვე დასრულდა მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყო ასფალტის დასხმა”, – განმარტავენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისის რაიონის გამგეობამ გზის საფარი 20 მისამართზე მოაწესრიგა.