ლიკანის დასახლებაში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო

976

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ლიკანის დასახლებაში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სასწრაფო დახმარება წლებია კერძო მესაკუთრის ფართშია განთავსებული, სამედიცინო პერსონალს კი არასათანადო პირობებში უწევს მუშაობა.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ექიმებს ჰქონოდათ მაღალი სტანდარტებისა და შესაბამისად აღჭურვილი გარემო. შედგა პროექტი, რომელის მიხედვითაც აშენდება ერთსართულიანი შენობა, სამედიცინო პერსონალისათვის გათვალისწინებული იქნება როგორც სამუშაო, ასევე მოსასვენებელი ოთახები“, – აღნიშნა გამგებელმა.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს საძირკვლისათვის საჭირო გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები. შენობის კეთილმოწყობასთან ერთად გალამაზდება მიმდებარე ტერიტორიაც.

ახალ შენობაში სასწრაფო დახმარების 48 თანამშრომელი იმუშავებს.

სამშენებლო სამუშაოებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 114 770 ლარი გაიხარჯება. პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი