ნიკა მელიას თქმით, ზესტაფონში მეორე ტური გაიმართება

668

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ზესტაფონში მეორე ტური გაიმართება. მისივე განცხადებით, უბნების ნაწილის მონაცემები უკვე ცნობილია.

“რეალურად, ზესტაფონში ხდებოდა ის, რაც სხვა ოლქებში. მიუხედავად ჩამოსული თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, შემიძლია გითხრათ, ზესტაფონში შედგება მეორე ტური. ვიღებთ ოქმებს უბნებიდან, რიგ უბნებში იმარჯვებს ბაქარ ხიჯაკაძე, რიგ უბნებში მმართველი გუნდის კანდიდატი, რაც ცხადყოფს, იმას, რომ გარდაუვალია მეორე ტური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.