ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ღირებულება 760 ათასი ლარია. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში შეკეთდება. მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.