ოპოზიცია: ზუგდიდის 87-ე უბანთან “ქართული ოცნების“ ზონდერმა გაისროლა

800

სტატიის გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ გასროლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებმ უნდა აიღოს. ხატი დეკანოიძის თქმით, მათი დამკვირვებელი ზოია ქვარცხავა ასრულებდა საკუთარ მოვალეობას, როცა უცნობმა პირმა მას ჯერ იარაღი დაუმიზნა, შემდეგ კი ჰაერში გაისროლა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამ წუთებში დამკვირვებელი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. ოპოზიციონერის განმარტებით, მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია მანქანის ფერის შესახებ და ფოტომასალა, რაც ტელეფონში ჰქონდა და სამართალდამცველ ორგანოსთან თანამშრომლობს.

ხატია დეკანოიძე სასწრაფო წესით ითხოვს ამ ადამიანების იდენტიფიცირებას და დაკავებას, ვინც მათი წარმომადგენელი დააშინა

“პოლიციას კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებია, მოხდა თუ არა მათი და მათი მანქანების იდენტიფიცირება. არ მაქვს ეს ინფორმაცია, რადგან ქალბატონი იყო ძალიან აღელვებული და მე და თინა ბოკუჩვა მას შემოვყევით პოლიციაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი. ახლა თავს კარგად გრძნობს. გამოძიებას ჩვენებას აძლევს. პოლიციამ მითხრა, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არ დასრულებულა”, – განუცხადა პოლიციის სამმართველოსთან ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” “ზონდერმა” გაისროლა. მისივე ინფორმაციით, მანქანის მფლობელი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, ირაკლი ჩანგელიას ეკუთვნის.

ზუგდიდის 87 – ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჟანა ყურუას განცხადებით, ის შენობაში იმყოფებოდა, როცა ეს მოხდა, თუმცა არ მიიჩნია, რომ გასროლა იყო.