სააკაშვილი: თუ არჩევნებს გააყალბებენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია

732

ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აბსოლუტური უპირატესობა აქვს, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, არც სანდრა რულოვსი და არც თავად არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და თუ არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ, მისივე თქმით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს.

“ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აქვს აბსოლუტური უპირატესობა და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული. ისევე, როგორც მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული.

თუ ამ არჩევნებს, რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებენ ან მოიპარავენ, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რადგან ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 17 მაისი, 2019