მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
უწყების ცნობით, დაიგება 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდება წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედელი, მოეწყობა მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.
ამ დროისთვის ნაფეტვრები-ქვემო წყლულეთისა და ლისი-მუხაწყაროს გზა გრუნტისაა, რის გამოც მოსახლეობას და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირს. გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობს და წყალი პირდაპირ გზაზე მიედინება.