ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დაკავებულ გელა კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.
გელა კვარაცხელიას რამდენიმე პირთან ერთად, 14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა ედება ბრალად.