ზუგდიდში, დადიანების ეზოში, მომხდარი დაპირისპირების გამო, ინციდენტის მონაწილე ერთი პირი – გელა კვარაცხელია დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სანდრა რულოვსს ზვიად გამსახურდიას გამო დაუპირისპირდა და დასძინა, რომ პირველი პრეზიდენტის გამო თავსაც გასწირავს.
როგორც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ამბობენ, დაკავებული “ოცნების” კოორდინატორი არ არის.
“ჩვენ ვერ ავიღებთ მოქალაქეების პროტესტზე პასუხისმგებლობას. თუ ვინმეს პროტესტი აქვს და ასე გამოხატა, ამას გამოძიება დაადგენს. არ არის მართული ჩვენი მხრიდან”, – განმარტეს შტაბში.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, არავის მისცემენ საშუალებას, დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია. მისივე თქმით, ყველა ექსცესს დეტალურად გამოიძიებენ და დამნავეები, პოლიტიკური კუთვნილებისგან განურჩევლად მიეცემიან პასუხისგებაში.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, თუ დადიანების ეზოში მომხდარი ინცინდენტის მონაწილეებს პოლიცია არ დააკავებს, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ. ოპოზიცია მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად პოლიციას ვადას დღის ბოლომდე აძლევს.