გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ზუგდიდში აქციას მართავენ

863

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ზუგდიდის პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ისინი დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პოლიციის უფროსი უნდა გამოვიდეს და გასცეს პასუხი კითხვებზე, რომლებიც მათ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ჟურნალისტის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის ჩაწერისას ინციდენტი მოხდა. სასახლის ეზოში რამდენიმე პირი შევიდა, რომლებმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი პირი, გელა კვარაცხელია იმ დღესვე დააკავეს.