ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა”, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ.
ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, უკვე მიმდინარეობს ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოებირისთვისაც მერიის ინფორმაციით, 2 129 650 ლარი იხარჯება.
ასევე, განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ: რეაბილიტირდება ამფითეატრი; მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარში არსებული ველოსიპედის ბილიკები; მოეწყობა ანაკლია-განმუხურის ბულვარის ტერიტორიიდან, ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკები; სანაპირო ზოლზე მოეწყობა გასახდელები; ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარეები დაირგო; რეაბილიტირდება საფეხმავლო ხიდი; ანაკლიის ბულვარში არსებული კალათბურთისა და ფეხბურთის მოედანი რეაბილიტირდება; რეაბილიტირდება განმუხურის ბულვარში არსებული ფეხბურთის მოედანი;