ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

670

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კიროვაკანი-კუმურდოს 10-კილომეტრიან მონაკვეთზე.

პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების, მილების, გაბიონების, საფუძვლისა და ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ეზოში შესასვლელები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და გაივლის სოფლებს – კიროვაკანი და კუმურდო, სადაც მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – IV საუკუნის საკათედრო ტაძარი.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები და ტურისტები განახლებული გზით ისარგებლებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 748 400 ლარია. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.