ადიგენის სოფელ არალში ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივებს შეხვდებიან და კომპენსაციის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
იმის გამო, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები უკვე მეხუთე თვეა კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მდინარე ოცხეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, რომლისთვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული, 2019 წლის იანვრიდან შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ ადიგენი-უდე-არლის ხიდის მშენებლობისათვის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა. სამუშაოები მაისში დაიწყო.