ადიგენში, სოფელ არალში რკინის ვიწრო ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდი შენდება, რომლის ღირებულებაც 1 737 131 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
არალში, მდინარე ოცხეზე ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს.
„ვიწრო ხიდი, რომელიც აქამდე იყო მანდ ვერ უზრუნველყოფდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს, ამიტომ ახლა აშენდება ერთ მალიანი, ე.წ. კოჭოვანი სისტემის ხიდი. მისი სიგრძე 35 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 10 მეტრი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ხიდის მშენებლობა მაისში დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მშენებლობისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.