ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, ლიფტების განახლება და სადარბაზოების რეაბილიტაცია.
გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სადარბაზოს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა- ფშაველას IV კვარტლის მე-11 კორპუსში და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მე-6 კორპუსში ხორციელდება. ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტლის მე-5 კორპუსში კი ლიფტის განახლება უკვე დასრულდა.
“ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას მათი განვითარების მიზნით მომავალშიც გააგრძელებს. ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის ანგარიშზე არსებული თანხა (პროექტის ღირებულების 10%), ასევე, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება”, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.