ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ჩუღურეთის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებულ ხელოვნურ საფარს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კომბინირებული ხელოვნური საფარი, რეაბილიტირდება დაზიანებული მავთულ-ბადეები, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, ხოლო დაზიანებული ინვენტარი ახლით შეიცვლება.
მათივე ცნობით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: ლებარდესა და სალხინოს ქუჩების კვეთა (იას ბაღი); მარუაშვილის N50; უზნაძის N4; რომის N4; მნათობის N80; მეუნარგიას N58; ნორიოს აღმართი N54; დგებუაძის N1; აღმაშენებლის N147; საქარის N7-9; წმინდა ნიკოლოზისა და ნინო ჩხეიძის ქუჩის კვეთა; ჩიტაიას მე-2 ჩიხის მიმდებარედ; ბუხაიძისა და ჩაისუბნის ქუჩების კვეთა; ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ; ხუდადოვის N173, მე-6 კორპუსის მიმდებარედ; ხუდადივის N173, მე-4 კორპუსის მიმდებარედ; აჭარის ქუჩა N10; ართვინის N2; გედევანიშვილის N29; დავითაშვილის N48; სააკაძის N19;