ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო

1712

ახალციხის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

თამარ მეფის ძეგლს რესტავრაციას თავად ძეგლის ავტორი ჩაუტარებს.

“გაშავებულია, გაიწმინდება და შემდეგ სპეციალური ხსნარით დავამუშავებთ იმისთვის, რომ ქვამ წყალი არ შეიწოვოს“, – ამბობს ძეგლის ავტორი მალხაზ ცისკაძე .

ახალციხეში თამარ მეფის ძეგლი 1999 წლის გაზაფხულზე დაიდგა. იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად გახსნა.