ახალციხეში თამარ მეფის ძეგლთან ახლადდადგმული საათი არ მუშაობს

720

წინა სტატია

ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს კოსტავას ქუჩაზე ახლადდადგმულ საათზე მუდმივად ერთი დროა. ახალციხის მერიამ კოსტავას ქუჩაზე საათი 20 დღის წინ დადგა, თუმცა მას შემდეგ გაჩერებულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“საათს მექანიზმი ჰქონდა დაზიანებული და აღადგინეს, ახლა აკვირდებიან რომ რაიმე ცდომილება არ იყოს, როგორც კი დაზუსტდება რომ ცდომილება არ არის, საათი ამუშავდება“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.

ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, გზის დაგების შემდეგ აქ მდებარე ქუჩის საათი აიღეს. მაშინ მერიაში აცხადებდნენ, რომ საათი დაზიანებული იყო, შეაკეთებდნენ და დააბრუნებდნენ. საათი დააბრუნეს, თუმცა ჯერ ისევ არ მუშაობს.