გურჯაანში რვა ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგმება

684

წინა სტატია

შაშიანის, კალაურის, ჭერემის,ზეგაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის, კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ხოლო ახაშნის ახლიდან აშენდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, დაგეგმილია შენობების კოსმეტიკური რემონტი და სველი წერტილების მოწესრიგება.

“მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც ორ სამ კვირაში დასრულდება. შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოები ივნისიდან დაიწყება. რაც შეეხება ახაშნის ამბულატორიას, ჯერ თანხა არ არის გამოყოფილი. აქ დემონტაჟი გვინდა გავაკეთოთ, ამიტომ ცოტა ვადაში გაიწელება”, – განაცხადა ბერიძიშვილმა.

მისივე თქმით, ამბულატორიების რებილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 180 000 ლარია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.